ერდოღანმა აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედებები მოიწონა

საქართველო, თბილისი - 19:02 | 14.04.2018
ნანახია: 770

თურქეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში სწორი იყო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, დღეს სტამბულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"წარმოუდგენელია, უპასუხოდ დავტოვო ქიმიური თავდასხმები, რომელიც ასადის რეჟიმისას ხორციელდებოდა. ჩვენ მიგვაჩნია გამართლებულ და სწორ საქციელად აშშ-ს, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაცია ამ რეჟიმის წინააღმდეგ“ - განაცხადა მან.

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში განიხილავს ამ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან. “დღეს დილით მე განვიხილე ეს საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მაისთან, მოგვიანებით ვაპირებ ემანუელ მაკრონთან საუბარს".  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე