ბრიტანეთის პრემიერი, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები კრიმინალები არიან - ირანის სულიერი ლიდერი

საქართველო, თბილისი - 15:20 | 14.04.2018
ნანახია: 884

"აშშ-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კრიმინალები არიან", - განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამანეიმ სირიაში მომხდარი სამხედრო ოპერაციის შემდგომ. 

ხამენეიმ დაგმო და დანაშულებრივ ქმედებად შეაფასა სირიაზე განხორციელებული სამხედრო ოპერაცია.

„ისინი თავდასხმებით სარგებელს ვერ მიაღწევენ, როგორც მანამდე იმოქმედეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში და ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, რომელთაც სარგებელი არ მოუტანია” – აცხადებს ხამენეი.

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც 14 აპრილს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის დედაქალაქში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე