ბელარუსი სირიაში აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედებებს გმობს

საქართველო, თბილისი - 13:07 | 14.04.2018
ნანახია: 736

ბელარუსი სირიაში აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედებებს გმობს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მინსკი მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების ძებნა დაიწყონ.

“ბელარუსი გმობს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას და მიაჩნია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუმცა საპასუხო ნაბიჯები უნდა ეფუძნებოდეს ერთმნიშვნელოვან, დადასტურებულ ფაქტებს და უნდა განხორციელდეს საერთაშირისო ნორმების დაცვით. ამ კრიტერიუმებიდან არც ერთი არ იყო დაცული მათ მიერ ვინც დღეს სირიაზე დარტყმები მიიტანა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმები აშშ-მა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დღეს გამთენიისას განახორციელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე