აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება კანონიერი იყო - ტერეზა მეი

საქართველო, თბილისი - 13:01 | 14.04.2018
ნანახია: 744

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი. ის მიიჩნევს, რომ ღამით განხორციელებული დარტყმა იმაზე მასშტაბური იყო, ვიდრე ერთი წლის წინ ამერიკის მიერ.

ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით,  ვერტმფრენი, რომლითაც ქიმიური იერიში განხორციელდა სირიის არმიას ეკუთვნოდა, მსგავსი აღჭურვილობა სირიის ოპოზიციას არ გააჩნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე