მიხეილ ჯანელიძე სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებულ დარტყმას გამოეხმაურა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 14.04.2018
ნანახია: 728

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებულ დარტყმას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმები იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე.

“აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი” - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე