ვლადიმერ პუტინმა სირიაზე თავდასხმა დაგმო

საქართველო, თბილისი - 12:48 | 14.04.2018
ნანახია: 704

კრემლის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან. 
„თავისი ქმედებებით აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს“, - განაცხადა რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. ის გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.

„14 აპრილს აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა სირიაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე