აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე დარტყმა განახორციელეს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 14.04.2018
ნანახია: 729

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.
მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე