ვეგეტარიანული დიეტა ამცირებს არტერიულ წნევას

საქართველო, თბილისი - 21:51 | 13.04.2018
ნანახია: 1142

ვეგეტარიანული დიეტა ამცირებს არტერიულ წნევას. სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ადამიანებს, რომელთა რაციონიდანაც ხორცი ამოღებულია, წნევის ნორმალური დონე აქვთ. კვლევაში, რომელიც ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა 18 ქვეყანაში ჩაატარეს, 20 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ვეგეტარიანული დიეტა განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვისაც მაღალია არტერიული წნევა აქვს. ასეთი დიეტისას წნევა ნორმალიზდება. ვეგეტარიანული დიეტა, სხვა სახის დიეტებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია.

სპეციალისტების აზრით, ადამიანები რომლებიც ჰიპერტონიით იტანჯებიან, სწორად უნდა არჩევდნენ კვების რაციონს. მათ დიდი ოდენობით უნდა მიიღონ ხილი და ბოსტნეული. როგორც ცნობილია, ჰიპერტონია ითვლება ინსულტის, ასევე, თირკმლების დაავადების წარმოქმნის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად.

სპეციალისტები სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ურჩევენ, მუდმივად აკონტროლონ არტერიული წნევა, რათა თავიდან აიცილონ მძიმე სენი. დიეტა ეხმარება მსუქან ადამიანებს წონის სწრაფად დაკლებაში, ასევე, წნევის ნორმალიზებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე