შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
საქართველო, თბილისი - 21:16 | 13.04.2018 ნანახია: 909შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ პ.მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1977 წელს დაბადებული გ.ბ. კი დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა „გლოკ 17“-ის და „გლოკ 19“-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. პოლიციამ პ.მ.-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის სისტემის „G-47“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა.
მისი თანმხლები მეგობრის - გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ამოღებულია: „გლოკ 34“-ის მოდელის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი 8 ვაზნით, ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში.
ამოღებული იარაღის და საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნულია ბალისტიკური და სხვა სახის ექსპერტიზები.
ჰქონდათ თუ არა დანაშაულებრივი კავშირი დაკავებულ მეგობრებს, ერთობლივად ახდენდნენ თუ არა იარაღის უკანონო გასაღებას, მოქმედებდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ამას გამოძიება დაადგენს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის
მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა