ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა - ნიკი ჰეილი

საქართველო, თბილისი - 20:52 | 13.04.2018
ნანახია: 730

სირიის ხელისუფლებამ სირიაში ქიმიური იარაღი 50-ჯერ გამოიყენა. ეს განცხადება გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენს პრეზიდენტს ჯერ საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიაში მოსალოდნელ ქმედებებზე, მაგრამ როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს ნაბიჯი იქნება მიმართული იმ პრინციპების დასაცავად, რომელზეც ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

 

ჰეილის განცხადებით, რუსეთმა დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუცია, რომელიც სირიის საკითხს ეხებოდა და ამით ის დაეხმარა ასადის რეჟიმს დანაშაულის დაფარვაში, რაც საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებოს სხდომა რუსეთის მოწვევით გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე