ახალი ღვინის ფესტივალი 2018 -ში მონაწილე ღვინის კომპანიები ცნობილია

საქართველო, თბილისი - 12:36 | 13.04.2018
ნანახია: 951

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანები ცნობილია. მონაწილეობისთვის, ღვინის კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა რეგისტრაცია, 21 თებერვლიდან - 5 აპრილის ჩათვლით გაიარეს.

სულ დარეგისტრირდა 500 მდე მონაწილე, აქედან, 81 ღვინის დიდი კომპანია და საშუალო, 236 მცირე საოჯახო მარანი, 6 სხვა კომპანია - ღვინის აქსესუარები, ჭურჭელი, დანადგარები, გამომცემლობა, ფინანსური სერვისები და მცირე მეწარმეები.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 12 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2017 წლის) საუკეთესო ღვინოებს.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 მონაწილე კომპანიები - ალაფიანის მარანი, ალექსანდრე დისტილერი, აპოგიოს, არტიზანი, ასკანელი, ახმეტის ღვინის სახლი, ბაბანეურის მარანი, ბატონო, ბურჯანაძე-შანიძის მარანი ქვიბარი, Bq Wine Bar, გოცას ღვინო, გურამ ბერუაშვილის მარანი, დავით მიხელიძის მარანი, დარსა , დორემი, ენოგრუპი, Ethno, ვაზიანი კომპანი, ვარციხის მარანი, ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი, ვინო მარტვილე, ზეკარი, ზურაბ თოფურიძის მარანი იბერიელი, თბილღვინო, თელავის ძველი მარანი, თელიანი ველი, იმერული ღვინის სახლი, კალამი, კახური, Color Pack, კოოპერატივი გავაზის საუკეთესო ვენახები, კორპორაცია ქინძმარაული, კონჭო&კო, Kostarov Family Winery, LAPATI WINES, ლექსოს მარანი, Loladze Family winery, ლომთაძეების მარანი ველისციხე, მარანი სანავარდო, მეღვინეობა ართანა, მეღვინეობა გუდა, მიშო პაპა, მარანი კასრელი, მანაგაძეების ღვინის კომპანია, მართალი ღვინო, მეღვინეობა ხარება, ნაბერაული, ნაოტრები, ნიამორი, ნიკიფორე, ნიკა ვაჩეიშვილის მარანი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, ორი მარანი, საგვარეულო მარანი, სამთავისის მარანი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, საქართველოს სული, საქველმოქმედო კავშირი თემი, საწნახელი, სესიაშვილის მარანი, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი, Sun Wine, ტაბლა ნოვა, ტიფლისკი ვინნი პოგრებ, ტოგონიძის ღვინო, ფაფრის ველი, ქართული განძი, ქართული ღვინოები, ქართული ღვინის სახლი, ღვინის კომპანია შუმი, ღვინის ქურდები, შავგულიძის შავკაპიტო, შალვინო, შატე, შატო ხაშმი, შენი ღვინო, ჭონას მარანი, ხოხბის ცრემლები, ჯაყელების ღვინო, ჯივაინი, ჯიველი.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2018 ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე