კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 13.04.2018
ნანახია: 760

კანის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამოაქვეყნა იმ ფილმების სია, რომლის ნახვაც 71-ე ფესტივალზე შეეძლებათ.

მთავარ საკონკურსში პროგრამაში, ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად, 17 ფილმი მიიღებს მონაწილეობას:

  • At War (სტეფან ბრიზე)
  • Dogman (მატეო ჯარონე)
  • The Picture Book (ჟან-ლუკ გოდარი)
  • Asako I & II (რიუშოკე ჰამაგუში)
  • Sorry Angel (კრისტოფ ჰონოზი)
  • Girls of the Sun (ევა ჰასონი)
  • Ash Is Purest White (ჯი ჟანგ-კე)
  • Shoplifters (ხიროკაძუ კორეედა)
  • Capernaum (ნადინ ლაბაკი)
  • Burning (ლი ჩანგ-დონგი)
  • BlacKkKlasman (სპაიკ ლი)
  • Under the Silver Lake (დეივიდ რობერტ მიტჩელი)
  • Three Faces (ჯაფარ პანაჰი)
  • Cold War (პაველ პავლიკოვსკი)
  • Lazzaro Felice (ელის როუოჩერი)
  • Yomeddine (ეი ბი შოუკი)
  • Summer (კირილ სერებრენიკოვი)

კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმი „მზის გოგოები“ (Girls of the Sun) საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქციას წარმოადგენს.

კანის კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყება. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ამერიკელი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე