ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 12.04.2018
ნანახია: 984

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4070 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4008 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.62 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9700 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9712 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5855 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.4151 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 13 აპრილიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე