ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 12.04.2018
ნანახია: 930

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში კაცი გარდაიცვალა. 

imedinews.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კაცი ბაღში, სავარძელზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად ცუდად გახდა.

სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე მყოფმა პირებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 

გარდაცვლილი 60-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე