უკრაინამ დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:02 | 12.04.2018
ნანახია: 778

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტს დაავალა დაიწყონ დსთ-დან უკრაინის ოფიციალურად გასვლის პროცედურა. ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების მე-11 ფორუმზე განაცხადა.

მან შესთავაზა საბოლოოდ დახუროს უკრაინის წარმომადგენლობა შესაბამის ინსტიტუტებში მინსკიში. 

ასევე პრეზიდენტმა პირობა მისცა, რომ რადაში შეიტანდა პროექტს, რუსეთთან მეგობრობის მოლაპარაკების სასწრაფო შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისი სიტყვებით, ძალაში დარჩება ის დოკუმენტები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა „პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიორიულ მთლიანობას და ადასტურებენ მათ შორის არსებული საზღვრის დაცულობას".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე