ჩერნობილის მონახულება ტურისტებს 100 დოლარად შეეძლებათ

საქართველო, თბილისი - 13:58 | 12.04.2018
ნანახია: 1041

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, სადაც 1986 წელს ისტორიაში უმსხვილესი ატომური ავარია მოხდა, ტურისტების მისაღებად მზადაა.  

დაწესებულებაში ხელმისაწვდომი იქნება უკვე არა მხოლოდ ჩერნობილის ატომური ელეტქროსადგურის სამრეწველო ობიექტები, არამედ, აქამდე მიუწვდომელი მესამე ენერგობლოკის სამართავი ტერიტორიაც.

ტურის ღირებულება, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, შეადგენს 100 დოლარს. მასში შედის - გიდის მომსახურება, სადილი სასადილო დარბაზში და თავდაცვის საშუალებები.

გამგზავრება შეუძლია ყველა 18 წელს ზევით მოქალაქეს. დათვალიერების შემდეგ ყველა ტურისტი გაივლის სავალდებულო დოზიმეტრიულ კონტროლს და აიღებს სერტიფიკატს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე