ნოდარ ხადური: პენსიების ზრდას 90 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველო, თბილისი - 15:18 | 27.11.2015
ნანახია: 2579

მომავალი წლის ივლისიდან პენსიის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციზე კომენტარებს აკეთებენ მთავრობის წევრები. ფინანსთა მინისტრმა სხდომის შემდეგ დღეს განმარტა რა რესურსებით გახდება შესაძლებელი პენსიის ზრდა. ნოდარ ხადური ბიუჯეტში დამატებით დაგეგმილ 225-ი მილიონი ლარის შემოსავალზე ლაპარაკობს.

„ბიუჯეტში თანხების მოცულობა გადასახადების ხარჯზე გაიზარდა 200 მილიონი ლარით. გარდა ამისა, 25 მილიონი ლარით გაიზრდება არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაციიდან შემოსავლები. ეს არის 225 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხიდან 90 მილიონი ლარი მოხმარდება იმას, რომ პენსია გახდება 180 ლარი", - თქვა მინისტრმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე