რუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისში

საქართველო, თბილისი - 14:39 | 24.09.2015
ნანახია: 2115

ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები  საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ჩავიდეს რუსეთში და გამართოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ისინი ასევე ითხოვენ, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. 

აქციის მონაწილეები ერეკლე მეორეს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არიან.

აქციაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული სხვა პრორუსული ორგანიზაციების წევრებიც. მათ შორის არის, ავთანდილ მარგიანი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე