მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:12 | 11.04.2018
ნანახია: 871

ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბისწყალთან ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე