გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 19:03 | 11.04.2018
ნანახია: 771

საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Mirage 2000-მა ბომბი შემთხვევით ქარხანაზე ჩამოაგდო. იუწყება France Bleu. 

ინციდენტი სამშაბათს ლუარეს დეპარტამენტში მოხდა. საფრანგეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტზე მიფრინავდა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით ბომბი დაკარგა. ის პირდაპირ კომპანია „Faurecia“-ს  ქარხანას დაეცა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალები განმარტავენ, ბომბი სასწავლო დანიშნულების იყო და არ შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს. წესით მისი ჩამოგდება პოლიგონზე იყო დაგეგმილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე