აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 11.04.2018
ნანახია: 817

აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მისაცემად საარჩევნო უბნები დღეს დილის 8 საათიდან გაიხსნა.

ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს, აირჩევს სახელმწიფოს მეთაურს 125 ოლქში 5,641 უბანზე. ხოლო ქვეყნის გარეთ დამატებით 41 უბანი გაიხსნება.

სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე რვა კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის, რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ცნობისთის, აზერბაიჯანის მოქმედმა პრეზიდენტმა დღეს უკვე დააფიქსირა თავისი ხმა მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში. მან და მისმა ოჯახის წევრებმა ხმა მისცეს #6 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე, სადაც ალიევი სწავლობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე