Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 11.04.2018
ნანახია: 801

საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს, - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ მორიგ ანგარიშშია აღნიშნული.

წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.

ცნობისთვის, შეფასება 7 ქულიანი სისტემით ხდება, სადაც 1 საუკეთესო, 7 კი დაბალი მაჩვენებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე