საქართველოს ეროვნული სტენდი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე.

საქართველო, თბილისი - 13:38 | 10.04.2018
ნანახია: 1130

2018 წლის 10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით შეიცვალა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია. ბრენდინგი და ვიზუალური კონცეფცია „გია ბოხუას სტუდიას“ ეკუთვნის, სტენდის დიზაინზე თეონა ჭანიშვილმა იმუშავა.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იღებს მონაწილეობას და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნული სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერებაა შესაძლებელი.

ლონდონის წიგნის ბაზრობის ფოკუსი წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე