გერმანიაში ფეხითმოსიარულეებს სატვირთო მანქანა დაეჯახა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 21:00 | 07.04.2018
ნანახია: 831

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხითმოსიარულეებს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც BBC წერს, პოლიციის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ინციდენტში ეჭვმიტანილი პირიც.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ასევე ჯერ უცნობია, არის თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე