სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

საქართველო, თბილისი - 17:14 | 06.04.2018
ნანახია: 847

ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. ამის შესახებ სოლსბერის საავადმყოფოს წარმომადგენელმა კრისტინა ბლანშარდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ის კარგად რეაგირებს მკურნალობაზე. მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება. მისი მდგომარეობა იმდენად კრიტიკული აღარ არის“, - განაცხადა ბლანშარდმა. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, სხვა დეტალებზე საუბარი ჯერჯერობით არ შეუძლია.  

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს მოწამლეს. ინციდენტმა უდიდესი საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

ლონდონი მომხდარში მოსკოვს ადანაშაულებს.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე