ღაზას სექტორში პალესტინელ პროტესტანტებსა და ისრაელელ სამხედროებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 06.04.2018
ნანახია: 1025

სულ მცირე ერთი პალესტინელი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებისას. ამის შესახებ პალესტინის მხარე აცხადებს.
ეს მეორე მასობრივი აქციაა სახელწოდებით „დაბრუნების დიდი მარში“ ანტიისრაელის საპროტესტო გამოსვლების სერიიდან. პალესტინელებმა აქციები გასულ კვირას დაიწყეს და მაისის შუა რიცხვებმადე გააგრძელებენ.

პალესტინური მხარის მტკიცებით, დაიღუპა 29 წლის მამაკაცი და დაშავდა კიდევ 86 ადამიანი, მათ შორის 43 ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

ისრაელელი სამხედროები ცეცხლსასროლ იარაღს აგრესიული პრტოტესტანტების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებმაც მათი განმარტებით, ათასობით ადამიანი შეკრიბეს საერთო საზღვრის ხუთ მონაკვეთზე.  

როგორც პალესტინის ხელისუფლება აცხადებს, გასულ პარასკევს სამხედროებთან შეტაკების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

ეს დღე ყველაზე სისხლისმღვრელ დღედ მიიჩნევა 2014 წლიდან, პალესტინა-ისრაელის შეიარაღებული კონფლიქტის დაყწების შემდეგ.

საპროტესტოს ქციის მონაწილეების მიზანს წარმოადგენს ყურადღების მიპყრობა იმ პალესტინელებისადმი, რომლებიც სხვადასხვა წლებში თანამედროვე ისრაელის ტერიტორიიდან განდევნეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე