შუახევში X-XI საუკუნის ორი ქვევრი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 06.04.2018
ნანახია: 882

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, 64 წლის შალვა გოგიტიძემ ორი ქვევრი იპოვა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, შალვა გოგიტიძემ თიხის ჭურჭელი, სახლთან ახლოს, მიწის ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დროს აღმოაჩინა. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთვევა არ არის, როცა მამაკაცმა ეზოში ღვინის ჭურჭელი იპოვა.  

"90-იან წლებში დაახლოებით 8 მარანი აღმოვაჩინე, თუმცა უყურადღებობით ისევ მიწამ დაფარა" - იხსენებს შალვა გოგიტიძე.  

არქეოლოგი შოთა მამულაძე ამტკიცებენ, რომ ქვევრი, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეათე- მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება. 

სახლი, სადაც ქვევრები იპოვეს, სოფლის მეჩეთის გვერდით მდებარეობს. ისტორიკოსი სერგო აბაშიძის ვარაუდობს, რომ მეჩეთი ნაეკლესიარის ადგილას, მეთვრამეტე საუკუნეში, გორგაულისუბნიდან გადმოიტანეს. მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ საუკუნოვან ხის მეჩეთის კარსა და კედლებზე ჯვრის ორნამენტებია ამოტვიფრული.

შუახევის რაიონის სოფელი ქიძინიძეები ისტორიული სოფელია. აქ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ. სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე