საზღვაო ჰოსპიტალიდან 6 000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 06.04.2018
ნანახია: 1029

ბათუმში, საზღვაო  ჰოსპიტალიდან, რომელიც მართვაში კომპანია ''მედ-ემერჯენსს'' აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი წყაროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000-მდე ამპულაა გამქრალი.

ინფორმაციას, კლინიკაშიც ადასტურებენ. ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი და კლინიკური მენეჯერი, აჭარის მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ყველა საბუთი და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის," - აცხადებენ კლინიკაში. 

მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269 - ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე