რუსეთი ამერიკის მეგობარი არასდროს იქნება - ნიკი ჰეილი

საქართველო, თბილისი - 14:32 | 06.04.2018
ნანახია: 805

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი არასდროს იქნება. ამის შესახებ გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანაში მიდის დავა, არის თუ არა რუსეთი ჩვენი მეგობარი. სინამდვილეში ეს არასწორი კითხვაა, რამდენადაც რუსეთი არასდროს იქნება ჩვენი მეგობარი, მაგრამ ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მასთან მუშაობა არ გვსურს“, - აღნიშნა ჰეილიმ დიუკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ არ გვსურს იმის მეგობარი ვიყოთ, ვისიც არ გვჯერა. ამჟამად აშშ-სა და რუსეთს შორია ნდობა არ არსებობს“, - განაცხადა ჰეილიმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე