ღაზას სექტორში პალესტინელებსა და ისრაელელ სამხედროებს შორის დაპირისპირება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 14:19 | 06.04.2018
ნანახია: 901

პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელელ სამხედროებს შორის შეტაკებები ღაზას სექტორის საზღვარზე დილიდან დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
საპროტსეტო აქციის მონაწილეები წვავენ საბურავებს, რათა სამხედროებს ხილვადობა გაურთულონ. სამხედროების პროტესტანტების წინააღმდეგ ცრმელსადენ გაზს იყენებენ.

საზღვრისპირა ზონაში, სადაც ღაზას სექტორის ათასობით მცხოვრები იკრიბება, საპროტესტო აქციები სახელწოდებით „დაბრუნების დიდი მარში“ ერთი კვირის წინ დაიწყო.

გასულ პარასკვეს სამხედროებმა უწესრიგობების აქტიურ მონაწილეებს ცეცხლი გაუსხნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სახელმწიფოს საზღვრის დაცვის აუცილებლობით ახსნა.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით არა რის გამორიცხული ამ ჯერეც იგივე ზომებს მიმართონ, თუ კი ამის აუცილებლობა შეიქმნება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე