უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 13:34 | 06.04.2018
ნანახია: 768

მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელიც ტყიბულის ტრაგედიას ეხება.

სამძიმრის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგისმირზასა და ბესარიონის უკვდავი სული. ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ”, – ნათქვამია წერილში. 

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი, დაშავდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე