კვერცხის ცილა ჰიპერტონიას ებრძვის

საქართველო, თბილისი - 13:29 | 06.04.2018
ნანახია: 1987

ჩინელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვერცხის ცილა სხვა მედიკამენტეზე არანაკლებ აფერხებს ჰიპერტონიის განვითარებას და დაბლა წევს წნევას.  

”ჩვენ ლაბორატორიულ პირობებში შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ განსაკუთრებულ პეპტიდს, რომელიც ცილის შემადგენლობაში შედის და საამშენებლო მასალას წარმოადგენს, უნარი აქვს დაბლა დაწიოს არტერიული წნევა თითქმის ისევე როგორც კაპტოპრილის მიღების დროს (პრეპარატი მაღალი წნევის დასაწევად)”, - განაცხადა ცზიულინგის უნივერსიტეტის დოქტორმა ჟიპენგ იუმ.

კვლევა ითვალისწინებდა სპეციალისტების მიერ ლაბორატორიაში 93 გრადუს ცელსიუსამდე გამთბარი პეპტიდის მოქმედების შესწავლას, ტემპერატურა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს კვერცხის მოსახარშადაა საჭირო.

თუმცა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცილა სასარგებლო თვისებებს გათბობის შემდეგაც ინარჩუნებს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ კვერცხის ცილის პეპტიდი თავად კვერცხში ან, როგორც ცალკე დანამატი საკვებში, ადვილი შესაძლებელია გახდეს ჰიპერტონიის ტრადიციული მკურნალობის სახის სასარგებლო და ეფექტური დანამატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე