მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქე გადმოასვენეს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 06.04.2018
ნანახია: 1142

ყაზბეგში მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქის გადმოსვენება მაშველებმა შეძლეს. 

სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით დღეს დილით, 8 საათზე დაიწყო.

ცნობისთვის, ყაზბეგში, მყინვარწვერზე ბელგიელი ალპინისტი გუშინ დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქეს დაშვების დროს თოკი გაუწყდა და ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე