მამაკაცი, რომელსაც ხონში სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 06.04.2018
ნანახია: 1071

ხონის რაიონში, 37 წლის მამაკაცს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან კერძო კომპანიის გაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანა დაეჯახა.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების მანქანას ცხენი გადაუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის არიდება ვერ შეძლო და მამაკაცს დაეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის და ექსპუატციის წესების დარღვევას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე