სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 06.04.2018
ნანახია: 979

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე თანამდებობრივი  მოვალეობის გადამეტებისთვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პრეზიდენტს კორუფციაში ბრალდება 18 ეპიზოდში წარედგინა.

2017 წლის მარტში პაკ კინ ხე პოსტიდან იმპიჩმენტის შედეგად გადააყენს, რის საფუძველზეც მან პრეზიდენტის იმუნიტეტი დაკარგა.

ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს.

იმპიჩმენტისა და სასამრთლო განხილვრბის მიზეზი კორუფციულ სკანდალთან პრეზიდენტის კავშირი გახდა. სკანდალი უკავშირდებოდა მის უახლოეს მეგობარს ჩხვე სუნ სილს, რომელიც ოფიციალურ თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ბოროტად იყენებდა პრეზიდენტთან ახლო მეგობრობას მსხვილი კომპანიებისგან ფულის გამოძალვისთვის პოლიტიკური მფარველობის სანაცვლოდ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე