გერმანიის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 06.04.2018
ნანახია: 848

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გირაოთი გაათავისუფლა და ესპანეთში მის ექსტრადიციაზე უარი თქვა.

სასამართლომ პუჩდემონის ექსტრადირებაზე უარი ესპანეთში ამბოხის ორგანიზების გამო წაყენებული ბრალდების საფუძველზე თქვა, თუმცა არ გამორიცხა მისი ესპანეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისების ბრალდების საფუძველზე.

ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ მომდევნო განხილვამდე პუჩდემონი თავისუფალი იქნება, სასამართლო მის გათავისუფლებას 75 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ დათანხმდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე