იაპონიაში ვულკანი სიმოე ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 05.04.2018
ნანახია: 861

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი სიმოე ამოიფრქვა.

ვულკანმა კვამლისა და ფერფლის ხუთკილომეტრიანი სვეტი ამოაფრქვია. ფერფლის ფენის სისქემ უახლოეს დასახლებულ პუნქტებში რამდენიმე სანტიმეტრს გადააჭარბა.

მომხდარის გამო გაუქმდა და გადაიდო რამდენიმე ავიარეისი. ამ დროისათვის სპეციალოსტები ვულკანს აკვირდებიან და მზად არიან საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე