მსახიობს ანტილოპების მოკვლის გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 05.04.2018
ნანახია: 828

ბოლივუდის მსახიობს სალმან კხანს ხუთწლიანი პატიმრობა იშვიათი ანტილოპების მოკვლის გამო მიუსაჯეს. აღნიშნულია, რომ შემთხვევა 20 წლის წინ ნადირობის დროს მოხდა.  

მსახიობი დამნაშავედ 1998 წელს ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ორი ანტილოპის მოკვლის გამო ცნეს.

სასამართლო პროცესი 2013 წლის მაისიდან მიმდინარეობდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული იყვნენ კიდევ სხვა მსახიობებიც, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გარდა ყველა მათგანი კხანის გარდა გამართლდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე