მტკვრის სანაპირო ზოლის დასუფთავება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:08 | 27.11.2015
ნანახია: 1654

შპს„თბილსერვისჯგუფმა“ მტკვრის სანაპირო ზოლის დასუფთავება დაიწყო. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

იუსტიციის სახლიდან „ორთაჭალჰესამდე“ ტერიტორიაზე  მტკვრის სანაპირო ზოლი და ჩასასვლელი მძიმე ტექნიკით იწმინდება. ადგილზე  მუშაობენ „თბილსერვის ჯგუფის“  სპეციალური თანამშრომლები.

დავით ნარმანიას თქმით, ტერიტორია სანაპირო ზოლზე არსებული ე.წ. ჯიბეებში დაგროვილი ნარჩენებისა და ხე-მცენარეებისგან იწმინდება.

„მტკვრის რეკრეაციული ფუნქციის განვითარებასა და მდინარის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს. გარდა ამისა, ჯგუფს, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, მიცემული აქვს დავალება, რომ დოკუმენტში მტკვრის რეკრეაციული ფუნქცია სათანადოდ იყოს წარმოჩენილი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მტკვრის კალაპოტის დასუფთავება რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე