საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 05.04.2018
ნანახია: 862

საფრანგეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიოსადგური France Bleu იტყობინება.
რადიოსადგურის ცნობით, ვერტმფრენი იმ აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა, საიდანაც აფრინდა. ის ქალაქ ლიბურნში, ვენახებში ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ბორტზე პილოტი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ორივე მათგანი დაიღუპა.

სავარაუდოდ ინციდენტი ძრავის გაუმართაობის გამო მოხდა. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე