აზერბაიჯანში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 05.04.2018
ნანახია: 815

აზერბაიჯანში, ბაქო-ასტარასავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე, დაიუღუპა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის საგზაო პოლიცია საქართველოს მოქალაქის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას ატარებს.

მათივე ცნობით, მომხდარის თაობაზე შეტყობინება უკვე მიიღეს და კონტაქტი აქვთ დაღუპულის ოჯახთან, ასევე კომპანიასთან, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა.

ბაქოდან საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს კომპანია სრულად უზურნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე