ტრამპი მექსიკის საზღვართან სამხედროებს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 14:16 | 05.04.2018
ნანახია: 759

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე  არალეგალურ იმიგრაციისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეროვნულ გვარდიას აგზავნის. შესაბამის მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

 „უკანონობა, რომელიც  ჩვენს სამხრეთ საზღვარზე გრძელდება, შეუთავსებელია ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ადმინისტრაციას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.                          

მანამდე ტრამპი „ტვიტერში“ წერდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იმიგრანტების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებდა.

 „ვიდრე ვერ ვუზრუნველყოფთ საკმარის უსაფრთხოებას, ჩვენს საზღვარს დაიცავენ სამხედროები. ეს დიდი ნაბიჯია, ასეთი ზომებისთვის ადრე არასდროს მიგვიმართავს“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

ტრამპი ასევე დაიმუქრა, რომ აშშ დატოვებს შეთანხემბას ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუ მექსიკა ეფექტურ ნაბიჯებს არ გადადგამს არალეგალური მიგრაციისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე