YouTube მსოფლიოს მასშტაბით თავისი ოფისების დაცვას აძლიერებს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 05.04.2018
ნანახია: 768

კალიფორნიის შტატში YouTube-ის შტაბ-ბინაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ კომპანია Google-მა მთელს მსოფლიოში თავის ოფისებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

 „ჩვენ  დეტალურად შევისწავლით ინციდენტს და გავაძლიერებთ არსებულ უსაფრთხეობის ზომებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ოფისში, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი უფრო დაცული გავხადოთ“, - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

 3 აპრილს YouTube-ის ოფისში შეიარაღებული 39 წლის ნასიმ აგდამი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი. მომხდარის შემდეგ ქალმა თავი მოიკლა.

თავდასხმის ზუსტი მიზეზები ჯერ დაუდგენელია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე