ირლანდიის პრეზიდენტმა 136 წლის წინ სიკვდილმისჯილის უდანაშაულობა აღიარა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 05.04.2018
ნანახია: 744

ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა მაილს ჯოისი შეიწყალა, რომელიც 1882  წელს ოჯახის ამოწყვეტის ბრალდებით ჩამოახრჩვეს.

მაილს ჯოისი სხვა ორ ბრალდებულთან ერთად სიკვდილით დასაჯეს იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ ჯოისს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

136 წლის შემდეგ ირლანდიის პრეზიდენტმა ჯოისის უდანაშაულობა აღიარა და მის სიკვდილით დასჯას ირლანდიისა და ბრიტანეთის ისტორიაში სამარცხვინო ეპიზოდი უოწდა.  

ჯოისის საქმის გადახედვა 2015 წელს დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე