დიმიტრი ქუმსიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 05.04.2018
ნანახია: 692

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია არამარტო მათი ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის. სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად“, -აღნიშნულია სამძიმრის წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე