ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა H&M-მაღაზიებში გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 13:02 | 05.04.2018
ნანახია: 2441

H&M-მაღაზიებში ქეით მიდლტონის საქორწინო კაბის ასლი გაიყიდება. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

წელში გამოყვანილი, თეთრი კაბა მაქმანის სახელოებით H&M-ის ბრენდის ახალი საქორწინო კოლექციის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი და 200 დოლარი ეღირება. ამავე ხაზით გაიყიდება სხვა სამოსიც, რომელთა ფასი 60 დოლარიდან იწყება, ასევე საპატარძლო ფეხსაცმელი, კოსმეტიკა და აქსესუარები.

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი 2011 წელს დაქორწინდნენ. საპატარძლო კაბა ბრენდ Alexander McQueen-ის კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა სარა ბერტონმა შექმნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე