ტყიბულის შახტაში დაღუპული 6 პირი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს

საქართველო, თბილისი - 12:15 | 05.04.2018
ნანახია: 783

ტყიბულის შახტაში დაღუპული 6 პირი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

მათი გამოყვანის ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

ცნობისთვის, მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე