ტრამპმა სირიიდან სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანა გადაიფიქრა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 05.04.2018
ნანახია: 768

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიიდან სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანას არ აპირებს. იმის მიუხედავად, რომ მან გასულ კვირას  პირობა დადო, რომ აშშ სირიას მალე დატოვებდა.

გავრცელებული ცნობით ტრამპს გადაწყვეტილება მრჩეველებმა შეაცვლევინეს, და დაარწმუნეს, რომ თუ „ისლამურ სახელმწიფოს“ ბოლომდე არ გააჩერებენ, ის სხვა დაჯგუფებას შექმნის და თავის ძალებს აღიდგენს.

აშშ-ს სირიაში ორი ათასი სამხედრო ყავს. „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ამერიკელი სამხედროები ქურთ რაზმებთან და არაბული კოალიციის ძალებთან ერთად მოქმედებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე