ავსტრიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 05.04.2018
ნანახია: 844

ავსტრიაში, ქალაქ მიოდლინგში ქურდობის ფაქტზე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.

საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით იმყოფება, სუპერმარკეტის ქურდობისას, ადგილზევე დააკავეს, ხოლო მისი თანამზრახველი, რუსეთის 35 წლის მოქალაქემ გაქცევა შეძლო. ის პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

დაკავებულებმა ვენაში 11 მაღაზია გაქურდეს.

პოლიციამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში დაკავებულების საცხოვრებლიდან 1 100 ევროს ოდენობის ნაქურდალი ნივთები ამოიღო.

დაკავებულები ციხეში არიან გადაყვანილები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე