ყოფილ ცოლზე არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობის გამო, მამაკაცს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 05.04.2018
ნანახია: 782

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდა არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახში ძალადობისთვის გ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გ.ნ.-მ 2017 წლის 13 დეკემბერს ადიგენის რაიონში, ყოფილ მეუღლეს თ.ა.-ს ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. 2017 წლის 16 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, არაერთგზის) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე